მიღების პროცედურები

სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება მთლიანად ონლაინ, ინტერნეტის დახმარებით, კანდიდატების ინტერნეტ რეგისტრაციით (IRK). პროგრამების უმრავლეს შემთხვევაში კანდიდატს არ სჭირდება დასარეგისტრირებლად პოლონეთში ჩამოსვლა. კანდიდატურის განხილვა ხდება საშუალო სკოლის დამამთავრებელ ატესტატში მითითებული ნიშნების მიხედვით ან ბაკალავრიატის დიპლომის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც მის მშობლიურ ქვეყანაში საშუალებას აძლევს გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურაში) მიხედვით. ზოგიერთ პროგრამებზე (მაგალითად ხელოვნების მიმართულებებზე) მიღების პროცესში გათვალისწინებულია დამატებით მისაღები გამოცდის შედეგები, რომელიც სილეზიის უნივერსიტეტში ტარდება.

უნივერსიტეტში მიღების პროცესი ტარდება წელიწადში ერთხელ. ხშირად ეს პროცესი იწყება ივნისის დასაწყისში. მაგისტრატურის ზოგიერთ მიმართულებებზე მიღების პროცესი ტარდება თებერვალში - ეხება ეს მხოლოდ კანდიდატებს, რომლებიც აბარებენ ინჟინერიაზე, რომელთაც დაამთავრეს ინჟინერიის პირველი საფეხური (რომელიც პოლონეთში გრძელდება 7 სემესტრს და ხშირად მთავრდება თებერვალში).

მიღების პროცესის დაწყების და დასრულების თარიღები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ ვთხოვთ კანდიდატებს, რომლებიც დაინტერესბულნი არიან ჩვენს უნივერსიტეტში სწავლებით, ხშირად ამოწმონ ვებ-გვერდი, სადაც იდება აქტუალური ინფორმაცია მიღების პროცესის შესახებ.

დაწვრილებითი ინფორმაცია მიღების პროცესის და პროცედურების შესახებ საიტებზე იდება ყოველი წლის აპრილში ან მაისში.

 

ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიღების პროცესი უფასო ადგილებზე

კანდიდატი, რომელიც დაინტერესებულია სილეზიის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლით კონკურსის გზით:

  1. ქმნის ანგარიშს კანდიდატების ინტერნეტ რეგისტრაციის სისტემაში (IRK). სისტემა იხსნება ივნისში და ხელმისაწვდომია აქ.
  2. ავსებს ყველა საჭირო ველს სისტემაში IRK
  3. ტვირთავს საჭირო დოკუმენტების სკანებს
  4. ირჩევს პირველ მიმართულებას, რომელზეც სურს სწავლა
  5. იხდის სარეგისტრაციო გადასახადს იმ ანგარიშის ნომერზე, რომელიც მითითებულია სისტემაში IRK
  6. მონაწილეობას ღებულობს პოლონური ენის გამოცდაში (არაა აუცილებელი გამოცდის ჩაბარება მაშინ, თუ კანდიდატს გააჩნია სახელმწიფო კომისიის  მიერ ჩატარებული პოლონური ენის, როგორც უცხო ენის გამოცდის სერთიფიკატი )
  7. როცა კანდიდატი ასრულებს რეგისტრაციას სისტემაში IRK, ელოდება მიღების შესახებ გადაწყვეტილებას

 

მიღების პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სილეზიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისს.

 

ფასიან სწავლებაზე მიღების პროცესი

კანდიდატი, რომელიც დაინტერესებულია სილეზიის უნივერსიტეტში ფასიანზე სწავლებით:

  1. ქმნის ანგარიშს კანდიდატების ინტერნეტ რეგისტრაციის სისტემაში (IRK). სისტემა იხსნება ივნისში და ხელმისაწვდომია აქ.
  2. ავსებს ყველა საჭირო ველს სისტემაში IRK
  3. ტვირთავს საჭირო დოკუმენტების სკანებს
  4. ელოდება ინფორმაციას სილეზიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისიდან ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში წერს ოფისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით (admission@us.edu.pl) ან უკავშირდება ტელეფონით (+48 32 359 20 71, +48 32 359 22 72)

 

პოლონელი სტუდენტების მიღების მსგავსი წესებით უცხოელების მიღების პროცესი

კანდიდატი, რომელიც დაინტერესებულია სილეზიის უნივერსიტეტში მიღებით პოლონელების მსგავსი წესებით:

  1. ქმნის ანგარიშს კანდიდატების ინტერნეტ რეგისტრაციის სისტემაში (IRK). სისტემა იხსნება ივნისში და ხელმისაწვდომია აქ.
  2. ავსებს ყველა საჭირო ველს სისტემაში IRK
  3. ტვირთავს საჭირო დოკუმენტების სკანებს
  4. ირჩევს მიმართულებას (ებს), რომელზეც სურს სწავლა
  5. იხდის სარეგისტრაციო გადასახადს იმ ანგარიშის ნომერზე, რომელიც მითითებულია სისტემაში IRK
  6. როცა კანდიდატი ასრულებს რეგისტრაციას სისტემაში IRK, ელოდება მიღების შესახებ გადაწყვეტილებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს კანდიდატს შეიძლება დაეკონტაქტოს ფაკულტეტის მიმღების კომისია ჩ სისტემის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამიტომ საჭიროა რეგულარულად შევამოწმოთ ჩვენი ანგარიში სისტემაში - IRK და ელექტრონული ფოსტა.

 

მიღების პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სილეზიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისს.

 

პოლონური ენის კურსებზე ჩაწერის პროცესი

პოლონური ენის შესწავლას კატოვიცელი უცხოელი სტუდენტებისათვის უზრუნველყოფს პოლონური ენისა და კულტურის სკოლა. კურსები განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს პოლონეთში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში პოლონურ ენაზე. კურსებში შეიძლება ჩაეწერონ სტუდენტები, რომლებმაც საერთოდ არ იციან პოლონური ენა, ან სტუდენტები, რომლებიც გარკვეულ, მაგრამ არასაკმარის დონეზე ფლობენ პოლონურ ენას, რომ დაესწრონ პოლონურ ლექცია-სემინარებს. კურსის მიზანია მოამზადოს კანდიდატი იმ დონემდე, რომ თავისუფლად შეძლოს სწავლა პოლონურ ენაზე იმ მიმართულებაზე, რომელზეც სურს.

კურსზე ჩაწერის პროცესს კურირებს სილეზიის უნივერსიტეტის პოლონური ენისა და კულტურის სკოლა. ესაა სპეციალიზირებული აკადემიური ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი სტუდენტების პოლონური ენისა და კულტურის გაცნობას.

უცხოელი, რომელიც დაინტერესებულია ჩაეწეროს პოლონური ენის კურსზე:

  1. ეცნობა სილეზიის უნივერსიტეტის პოლონური ენისა და კულტურის სკოლის მიერ შემოთავაზებულ კურსებს
  2. ირჩევს შესაბამის კურსს
  3. ავსებს კურსზე ჩაწერის განაცხადს
  4. ეკონტაქტება პოლონური ენისა და კულტურის სკოლის ოფისს
  5. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად ვიზის გასაკეთებლად) სკოლას შეუძლია გასცეს ცნობა, რომ კონკრეტული პიროვნება გაივლის პოლონური ენის კურსს დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ამისათვის საჭიროა საგარანტიო 50 ევროს გადახდა იმ ანგარიშის ნომერზე, რომელსაც გასცემს სკოლის თანამშრომელი.
  6. კურსის დაწყებამდე სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი და დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სკოლის ოფისში.

 

პოლონური ენის კურსებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პოლონური ენისა და კულტურის სკოლის ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით სკოლის თანამშრომლებს ელ-ფოსტის: szkola@us.edu.pl ან ტელეფონის საშუალებით: +48 32 2009 424.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.