მიღების ფორმები

უცხოელებს (პირები, რომელთაც არ აქვთ პოლონური მოქალალაქეობა) უფლება აქვთ ისწავლონ სილეზიის უნივერისტეტში:

 

1. უფასოდ და სტიპენდიის გარეშე (უფასო ადგილების კონკურსი)

ყოველწიურად სილეზიის უნივერსიტეტი ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს 200-ზე მეტ უფასო ადგილს პოლონურენოვან პროგრამებზე.

უფასო ადგილების პროგრამა მოიცავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. უფასო ადგილის მისაღებად ტარდება კონკურსი, რომელში წარმატებაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის შედეგებზე (საშუალო სკოლის ან ბაკალავრიატის დამთავრებისას მიღებული ნიშნების მიხედვით) და პოლონური ენის სწავლების დონეზე.

კონკურსი სტარტს იღებს ყოველი წლის ივნისში. თუ თქვენ კარგ ნიშნებზე დაამთავრეთ სწავლების წინა ეტაპი (სკოლა ან ბაკალავრიატი), საუბრობთ პოლონურად მინიმუმ B2 დონეზე - შეგიძლიათ მიიღოთ უფასო ადგილი უნივერსიტეტში ნებისმიერ პოლონურენოვან პროგრამაზე. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ სილეზიის უნივერსიტეტის ინტერნეტ სარეგისტრაციო სისტემაში.

კონკურსის გამარჯვებული არ იხდის სწავლის საფასურს მაგრამ უფლება არ აქვს მოითხოვოს დამატებითი სტიპენდია უნივერსიტეტისგან. პოლონეთში დაბინავებისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს თავად.

 

2. ფასიანზე

ნებისმიერ უცხოელს, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეუძლია სილეზიის უნივერსიტეტში სწავლა ფასიანზე. ეს ნიშნავს, რომ გადაიხდის სწავლის საფასურს და არ ექნება უფლება მოითხოვოს სტიპენდია უნივერსიტეტისგან. თავად მოუწევს დაბინავებისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვა.

ფასიანზე სტუდენტის მიღების წესები განსხვავდება უფასოზე მიღების წესებისგან. ამ შემთხვევაში კანდიდატურის მიღება - არ მიღებას წყვეტს რექტორი იმ დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, რომლებსაც კანდიდატი წარადგენს. კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს სილეზიის უნივერსიტეტის ინტერნეტ სარეგისტრაციო სისტემაში.

3. იგივე წესებით, როგორც იღებენ პოლონელ სტუდენტებს

ზოგიერთ უცხოელებს შეუძლიათ სწავლა წამოიწყონ სილეზიის უნივერსიტეტში იგივე წესებით, როგორც იღებენ პოლონელებს. ასეთ შემთხვევაში არ იხდიან სწავლის საფასურს და ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ საუნივერსიტეტო სტიპენდიასაც.

უცხოელი, რომელსაც აქვს უფლება და სურვილი უნივერსიტეტში მიღებულ იქნეს ისე, როგორც პოლონელებს იღებენ, უნდა დარეგისტრირდეს ისეთივე წესებით როგორც პოლონელები რეგისტრირდებიან.

უცხოელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს იგივე წესებით, როგორც იღებენ პოლონელ სტუდენტებს თუ:

  • გააჩნია ვალიდური პოლონური ბარათი (Karta Polaka)
  • გააჩნია პოლონეთის ტერიტორიაზე ცხოვრების აქტუალური უფლება (Karta stałego pobytu)
  • გააჩნია ლტოლვილის აქტუალური სტატუსი გაცემული პოლონეთის რესპუბლიკის მიერ (Status uchodźcy)
  • სარგებლობს დროებითი თავშესაფრით პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (Ochrona czasowa cudzoziemców)
  • არის მიგრირებული თანამშრომელი და გააჩნია ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შვეიცარიის კონფედერაციის, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა ან არის ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი და ეს ადამიანი ცხოვრობს პოლონეთის ტერიტორიაზე.
  • გააჩნია ევროკავშირის მიერ გაცემული ცხოვრების გრძელვადიანი უფლება პოლონეთის ტერიტორიაზე
  • გააჩნია პოლონეთის ტერიტორიაზე გაცემული ცხოვრების უფლება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც საუბარია პოლონეთის შესაბამის კანონში უცხოელების შესახებ, შემდეგ აქტში: (art. 53 ust. 1 pkt 7, 13 i 14 ustawy z 13 czerwca 2003 roku – o cudzoziemcach (Dz. U. nr 128, poz. 1175, z późn. zm.);
  • არის პრაქტიკულად ლტოლვილი საკუთარი ქვეყნიდან პოლონეთის ტერიტორიაზე, თუმცა ოფიციალურად უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე (Ochrona uzupełniająca)
  • არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შვეიცარიის კონფედერაციის, ან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქე ან არის ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი და გააჩნია პოლონეთში ცხოვრების მუდმივი უფლება
  • არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შვეიცარიის კონფედერაციის, ან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქე ან არის ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი და გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი პოლონეთში საცხოვრებლად სწავლის პერიოდში. ასეთ კანდიდატებს არ აქვთ სოციალური სტიპენდიის, უნარშეზღუდულებისთვის განკუთვნილი სოციალური სტიპენდიის თუ სხვა სახის ფინანსური დახმარების მოთხოვნის უფლება.

 

4. როგორც სტიპენდიატებმა

უცხოელებს შეუძლიათ ისწავლონ სილეზიის უნივერსიტეტში როგორც სტიპენდიატებმა. შეუძლიათ მოიპოვონ სტიპენდია სხვადასხვა წყაროებისგან. მაგალითად:

  • სტიპენდია დანიშნული კანდიდატის მშობლიური ქვეყნის მთავრობის მიერ
  • სტიპენდია დანიშნული პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ
  • სტიპენდია დანიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ

 

კანდიდატები, რომლებიც გეგმავენ ისწავლონ როგორც სტიპენდიატებმა, უნდა დაუკავშირდნენ სილეზიის უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა მიღების ოფისს.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.