მიღების შემდგომი პროცედურები

  1. პოზიტიური ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ შეიძლება ვნახოთ IRK სისტემის პირად ანგარიშზე. ასევე შესაძლებელია დაგზავნილ იქნეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  2. დადებითი პასუხის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია სისტემიდან, პირადი ანგარიშიდან, ჩამოტვირთოს ცნობა უნივერსიტეტში მიღების თაობაზე. ცნობა დაეხმარება პოლონეთის საკონსულოში ვიზის მისაღებად.
  3. დადებითი პასუხის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა დაამყაროს კონტაქტი სილეზიის უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა მიღების ოფისთან (admission@us.edu.pl) და შეატყობინოს პოლონეთში ჩამოსვლის დრო.
  4. კანდიდატმა უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტების ორიგინალები 30 სექტემბრამდე. მას შეუძლია დოკუმენტების თან წაღება, როცა პოლონეთში გაემგზავრება. დოკუმენტებით უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისში შესაბამის ვადაში. ვადა შესაძლებელია შეთანხმდეს ელ.ფოსტის საშუალებით: admission@us.edu.pl
  5. სწავლა პოლონეთში იწყება 1 ოქტომბერს. სასურველია პოლონეთში ჩასვლა ცოტა ადრე, რათა მოგვარდეს ყველა ფორმალობა.

 

პოლონეთში ჩამოსვლამდე უნდა გვახსოვდეს:

  • პირად ანგარიშზე სისტემაში IRK ავირჩიოთ პოლონეთში ჩასვლის ზუსტი თარიღი და ოთახი საერთო საცხოვრებელში!
  • გადავამოწმოთ თუ მიგვაქვს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ატესტატი/დიპლომი.
  • ჩავალაგოთ ყველა საჭირო დოკუმენტის ორიგინალი და წავიღოთ თან.
  • შევამოწმოთ, თუ სისტემა IRK-ში მითითებული ელ.ფოსტის მისამართი გვაქვს აქტუალური. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ინფორმაციის უმრავლესობას გამოგიგზავნით სწორედ ელექტრონული ფოსტის დახმარებით.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2019
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.