ქვეყანა და რეგიონი

პოლონეთი

როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ პოლონეთზე? დავიწყოთ იქედან, რომ პოლონეთი მდებარეობს შუაგულ ევროპაში, ბალტიის ზღვის ნაპირებზე და მეცხრე ადგილზეა ევროპულ ქვეყნებს შორის ტერიტორიული სიდიდით. მოსახლეობა აჭარბებს 38 მილიონს და საშუალო ასაკია 36 წელი. პოლონეთი გაყოფილია 16 სავოევოდოდ. ქვეყნის ვალუტაა პოლონური ზლოტი (3 ზლოტი დაახლოებით 1 ამერიკული დოლარის ან 2 ლარის ექვივალენტია). ჩვენი ქვეყანა არის ნატოს, გაეროსა და ევროკავშირის წევრი (2004 წლიდან). მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდის მიხედვით, პოლონეთი მეშვიდე ადგილზეა ევროკავშირში.

პოლონეთი ესაა ადგილი, სადაც სლავური კულტურა ერწყმება დასავლურ კულტურას. ესაა ქვეყანა, სადაც პაპანაქება ზაფხულის გატარება შეიძლება ზღვის სანაპიროზე, ხოლო სუსხიანი ზამთრის - მთის დათოვლილ ფერდობებზე. პოლონეთი, ესაა ტიპიური აღმოსავლური სტუმართმოყვარეობა, გახსნილობა და ამავდროულად დასავლური თანამედროვეობა და ახალი ტექნოლოგიების სამშობლო. ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთით იკეტება ბალტიის ზღვით, ხოლო სამხრეთით ტატრების მთიანი ზოლით. პოლონეთი ესაა 2 მილიონამდე სტუდენტის სახლი. პოლონეთის ახალგაზრდა მაცხოვრებლები, ესენი არიან განათლებული, გააზრებულები, ევროპული ღირებულებებით, ოპტიმიზმით სავსენი, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოლონეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყანაა როგორც გეოგრაფიული, ისე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით. პოლონური ეკონომიკა ერთის მხრივ დგას სოფლის მეურნეობაზე, მეორეს მხრივ ქვანახშირის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ და სამანქანო ინდუსტრიებზე.

ქალაქი და რეგიონი

რეგიონის ყველაზე დიდ ქალაქში, კატოვიცეში ცხოვრობს 300 000 ადამიანი. ქალაქი, გაშენებული მდინარე რავაზე,  არის სილეზიის ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული დედაქალაქი. ძალზედ დინამიურად მოქმედი აეროპორტი (კატოვიცე-პიჟოვიცე) და დიდი ავტოსტრადების წყალობით, სილეზია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია პოლონეთში საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კუთხით. კატოვიციდან უპრობლემად შეგიძლიათ გაემგზავროთ ევროპის უდიდეს დედაქალაქებში როგორებიცაა: პარიზი, ბერლინი, მადრიდი, ოსლო, რომი, ლონდონი, პრაღა, ვენა და ასევე კიევში, მინსკში თუ მოსკოვში. სწორედ აქ აქვთ რეგიონის მმართველ და დიპლომატიურ ორგანოებს მთავარი ფილიალები. ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაფანტულია უამრავი თეატრი, კინო თუ კულტურული ცენტრი. პოსტინდუსტრიული ადგილები, ტერიტორიები სადაც ადრე მაღაროები იყო განლაგებული, ელვის სისწრაფით იცვლიან ძველ სახეს და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებად, კულტურულ ტერიტორიებად იქცევიან, სადაც უამრავი კონცერტი თუ თეატრალური ღონისძიება ტარდება.

კატოვიცის ყველაზე სახასიათო ნაგებობაა „სპოდეკი“ (Spodek - მფრინავი თეფში), ანუ პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტულ-გასართობი დარბაზი. აქ ერთობოდა ათასობით ადამიანი Pearl Jam-ის, Green Day-ს, Jean Michele Jarre-ს, Rammstein-ის თუ Leonard Cohen-ის დაუვიწყარ კონცერტებზე. სპოდეკში იმართება ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ტურნირები და მატჩები კალათბურთში, ფრენბურთში თუ ჰოკეიში. უფრო დიდი სპორტული ღონისძიებები იმართება სილეზიის სტადიონზე, რომელიც კატოვიცის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. იქ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს საშუალება ქონდა დასწრებოდა The Rolling Stones-ის, Red Hot Chilli Peppers-ის, U2-სა და Metallic-ის კონცერტებს.

სილეზიის სტადიონი მდებარეობს სავოევოდოს კულტურისა და დასასვენებელი პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო პარკია ევროპაში (მოიცავს 600 ჰექტარს). მის სიახლოვეს მდებარეობს ზოოპარკი, მხიარული ქალაქი და პლანეტარიუმი, აგრეთვე საბაგირო პარკი, აკვაპარკი, ტენისის კორტები და ფეინთბოლი. კატოვიცის მაცხოვრებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია Dolina Trzech Stawów-ის ველოტრასა ველოსიპედის მოყვარულებისთვის. ხშირად სტუმრობენ ასევე მუხოვიეცის სპორტულ საჯარო ტერიტორიებს.

ხელოვნების მოყვარულებს სილეზია სთავაზობს რამდენიმე ათეულ სახელმწიფო თუ კერძო თეატრის, ოპერისა თუ ფილარმონიის მონახულების საშუალებას. რეგიონის ყველა ქალაქში შეხვდებით კინოს, მუზეუმს და გალერეას.

მათთვის, ვისაც თავისუფალი დროის ღამის ქალაქში გატარება უყვარს, კატოვიცე სთავაზობს უამრავ ბარს, პაბს, რესტორანს, კლუბს თუ დისკოტეკას ყველანაირ შესაძლო სტილში. ძლიერი და ეფექტური ადგილობრივი მედიის საშუალებით მაცხოვრებლები ყოველთვის კარგად ინფორმირებულები არიან ქალაქის მთავარ ღონისძიებებზე და ფესტივალებზე, რომლებშიც სიამოვნებით ღებულობენ მონაწილეობას.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.