სახელმწიფო სასერთიფიკატო გამოცდაში მოსამზადებული კურსები

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს პოლონური ენის სახელმწიფო გამოცდის (Egzaminy Certyfikatowe z Języka Polskiego Jako Obcego) ჩაბარებას შემდეგი სამი დონიდან ერთ-ერთში: B1, B2, C2. კურსზე ჩაწერის დროს სტუდენტი თავად ირჩევს დონეს (ენაში უკვე არსებული ცოდნის მიხედვით) ან ათანხმებს ამას ლექტორთან (ენის ტესტში მიღებული შედეგების საფუძველზე).

კურსის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან საგამოცდო ტესტის სტრუქტურას და სხვადასხვა სახის საგამოცდო სავარჯიშოებს. ექნებათ საშუალება გააკეთონ საგამოცდო ტესტის ანალოგები. პროფესიონალი ლექტორის დახმარებით, სტუდენტი ახდენს ენაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, იმის დადგენით, თუ რა კუთხით სჭირდება უფრო მეტი ყურადღების გამახვილება - იქნება ეს ლექსიკა თუ გრამატიკა (ამ მიზნით ლექციების დროს სტუდენტები აკეთებენ სხვადასხვა სახის სპეციალურ დავალებებს). ამავდროულად კურსი ეხმარება სტუდენტს ივარჯიშოს საუბრის წამოწყებაში, ტექსტის დამოუკიდებლად აგებაზე კონკრეტულ თემაზე, კითხვაში, წერაში და მოსმენაში.

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ (დედლაინი, ლექციების ხანგრძლივობა) შეგიძლიათ მიიღოთ სკოლის ოფისში.

კურსზე ჩაწერის განცხადების  ფორმა

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.