საერთო საცხოვრებლები

სილეზიის უნივერსიტეტს გააჩნია საერთო საცხოვრებლები რეგიონის 3 ქალაქში -კატოვიცეში, სოსნოვიეცში და ჩეშინში.  მიიღებ ოთახს იმ საერთო საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს ქალაქში, სადაც განლაგებულია შენი ფაკულტეტი. იმის დასაფიქსირებლად, რომ გჭირდება ოთახი საერთო საცხოვრებელში, საკმარისია მონიშნო შესაბამისი ველი სისტემაში IRK.

სილეზიის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლები აშენებულია 2 სისტემად: ტრადიციულ (დერეფნულ) და ბლოკურ (სეგმენტურ) ტიპებად.

  • ტრადიციული ოთახის შემთხვევაში სააბაზანო, საპირფარეშო და სამზარეულო განლაგებულია ყველა სართულზე, დერეფნის ორივე მხარეს, საერთოა დერეფნის ყველა მაცხოვრებლისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • ბლოკური სისტემის შემთხვევაში დერეფნები დაყოფილია სეგმენტებად. სეგმენტი შედგება ორი ორკაციანი ოთახისგან და თითოეულ სეგმენტში განლაგებულია  აბაზანა, საპირფარეშო და სამზარეულო, რომელთა გამოყენებაც  მხოლოდ სეგმენტის მაცხოვრებლებს შეუძლიათ.

 

ორივე ტიპის საცხოვრებელში ცხოვრებას გააჩნია მინუსები და პლუსები. ტრადიციულ ოთახში ცხოვრების შემთხვევაში არ გიწევს სააბაზანოს, საპირფარეშოს და სამზარეულოს დასუფთავება, ამას სპეციალურად დაქირავებული დამლაგებლები აკეთებენ. ხოლო სეგმენტის შემთხვევაში თავად უნდა იზრუნო მათ სისუფთავეზე.

არ ხარ ვალდებული იცხოვრო საერთო საცხოვრებელში, თუმცა გთავაზობთ სილეზიის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გამოყენებას, რათა გაგიადვილდეთ პოლონეთში ცხოვრების საწყისი ეტაპი. ჩამოსვლის შემდეგ, თუ გადაწყვეტ, რომ გინდა ოთახის გამოცვლა ან ზოგადად საცხოვრებლის შეცვლა, თავისუფლად შეგიძლია. ოთახის შეცვლა შესაძლებელია საერთო საცხოვრებლის მენეჯერის თანხმობით ნოემბრის თვის შემდეგ. ასევე სასურველია იცოდეთ, რომ პოლონეთში ჩამოსვლისთანავე შეგიძლიათ ინდივიდუალურად მონახოთ და იქირაოთ ბინა ქალაქში.

სტუდ. საცხოვრებლის ორკაციან ოთახში ადგილის ფასი იწყება დაახლოებით 140 ამერიკული დოლარიდან. თვიურ ფასში შედის კომუნიკალური გადასახადებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იხდი დამატებით წყლის, დენის, გაზის თუ ინტერნეტის გადასახადს. თანხა, რომელსაც იხდი ყოველთვე, შეიცავს ყველა გადასახადს.

ოთახში განლაგებულია ავეჯი - საწოლი, კარადები, თაროები, მაგრამ არ არის ჭურჭელი - ქვაბი, ტაფა, ჩაიდანი და ა.შ. საჭიროა გქონდეთ/შეიძინოთ საკუთარი ჭურჭელი. ლოგინით და თეთრეულით უზრუნველყოფს საერთო საცხოვრებელი. შენობაში, თითოეულ სართულზე  სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სარეცხის მანქანა.

საცხოვრებელში შესაძლებელია საკაბელო ინტერნეტის გამოყენება, ზოგიერთ ოთახებში ხელმისაწვდომია ასევე უკაბელო ინტერნეტი (wi-fi). ოთახის გადასახადი მოიცავს ასევე ინტერნეტის გადასახადსაც და არ არის საჭირო დამატებით გადახდა. ინტერნეტის წყაროსთან მისაერთებელი კაბელი უნდა გქონდეს საკუთარი.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.