უმაღლესი განათლების სისტემა პოლონეთში

უმაღლესი განათლების სისტემა პოლონეთში შედგება სამი ეტაპისაგან:

  • პირველი საფეხური (ბაკალავრიატი და საინჟინრო სწავლება)
  • მეორე საფეხური (მაგისტრატურა)
  • მესამე საფეხური (დოქტორანტურა)

 

პირველ საფეხურზე სწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ საშუალო სკოლის დამამთავრებელი სერთიფიკატი (ატესტატი), რომლის საფუძველზეც საკუთარ ქვეყანაში უფლება აქვთ წამოიწყონ სწავლება ბაკალავრიატზე. საბაკალავრო პროგრამა პოლონეთში გრძელდება 3 წელი (6 სემესტრი), საინჟინრო სწავლება - 3,5 წელი (7 სემესტრი). აღნიშნული საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უფლება ეძლევათ სწავლა გააგრძელონ შემდეგ საფეხურზე - მაგისტრატურაზე.

მაგისტრატურაზე ჩაბარება შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ პირველი საფეხურის დამამთავრებელი დიპლომი, რომლის წყალობითაც საკუთარ ქვეყანაში უფლება აქვთ წამოიწყონ სწავლება მაგისტრატურაზე. სამაგისტრო პროგრამა პოლონეთში გრძელდება 2 წელი (4 სემესტრი) ან 1,5 წელი (3 სემესტრი) და სრულდება მაგისტრის ხარისხის მიღებით.

ზოგიერთ მიმართულებებზე (როგორიცაა მაგალითად ფსიქოლოგია, თეოლოგია, სამართალი და ა.შ.) უნივერსიტეტები გვთავაზობენ კომბინირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას, რომელზე სწავლაც შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ საშუალო სკოლის დამამთავრებელი სერთიფიკატი, რომლის წყალობითაც საკუთარ ქვეყანაში უფლება აქვთ წამოიწყონ სწავლება ბაკალავრიატზე. ამ პროგრამაზე სწავლა გრძელდება 5 წელი (10 სემესტრი) შეუწყვეტლივ და სრულდება პროფესიული მაგისტრის ხარისხის მინიჭებით.

სისტემის მესამე საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა მაგისტრის დიპლომი. სადოქტორო პროგრამა გრძელდება 4 წელს (8 სემესტრი) და სრულდება სადოქტორო ნაშრომის დაცვით და დოქტორის ხარისხის მინიჭებით.

შეფასების სისტემა

პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებში შეფასების 5 ბალიანი სისტემაა. საუკეთესო ნიშანია 5, ხოლო ყველაზე ცუდი - 2. კონკრეტული საგნის ჩასათვლელად, საჭიროა მინიმუმ სამიანის (დამაკმაყოფილებელი) მიღება. ზოგიერთ საგნებზე სტუდენტები არ ფასდებიან ნიშნით და ამის ნაცვლად ეწერებათ ჩათვლა ან არ ჩათვლა.

ნიშნების სკალა ასე გამოიყურება:

5 – ძალიან კარგი

4 – კარგი

3 – დამაკმაყოფილებელი

2 – არადამაკმაყოფილებელი

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2018
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.