ინტენსიური წლიური კურსები

კურსის მიზანია მოამზადოს სტუდენტები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ კომუნიკაცია საგანმანათლებლო თუ პროფესიულ საქმიანობებში პოლონურ ენაზე როგორც სასაუბრო ისე წერით ფორმაში.

ინტენსიური კურსი - ესაა პოლონურის პრაქტიკული კურსი ენის ყველა ასპექტში: დაწერილი თუ წარმოთქმული ტექსტის გაგება, წარმოსათქმელი თუ დასაწერი კომუნიკატების აგება და გრამატიკულად გამართვა.

კურსი იწყება ოქტომბერში და გრძელდება 2 სემესტრი: ოქტომბრიდან იანვრამდე და თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისამდე. კურსი მოიცავს 250 სალექციო საათს.

ლექციები ტარდება 5 დღე კვირაში, დღეში 3 საათი (1 ლექცია გრძელდება 45 წუთს).

კურსის პირველ და მეორე სემესტრის დასასრულს ტარდება საკონტროლო ტესტი. ტესტის წარმატებულად ჩათვლის შემთხვევაში, სტუდენტი იღებს სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს რა დონეზე ფლობს იგი პოლონურ ენას.

პოლონურის ინტენსიური კურსის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელიც:

  • არის 18 წელზე ზევით ასაკის
  • გააჩნია ვიზა ან ცხოვრების უფლება (karta pobytu), რომელიც უფლებას აძლევს იცხოვროს პოლონეთის ტერიტორიაზე კურსის განმავლობაში
  • შეავსებს კურსზე ჩაწერის განაცხადს და გაგზავნის სკოლაში
  • გადაიხდის საგარანტიო თანხას 50 ევროს ოდენობით (რომელიც მოგვიანებით შედის კურსის საფასურში, ანუ სტუდენტი კურსის საფასურის დაფარვისას იხდის 50 ევროთი ნაკლებს), შემდეგ კი კურსის საფასურს

 

ინტენსიური კურსის წლიური გადასახადია 1500 ევრო (450 სალექციო საათი).

სტუდენტის თხოვნის საფუძველზე სკოლა აკეთებს საერთო საცხოვრებელში ოთახის რეზერვაციას, სადაც სტუდენტი თავად იხდის ცხოვრების საფასურს.

სკოლა არ ერევა ვიზის თუ ცხოვრების უფლების (karta pobytu) მიღების პროცედურებში. ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც სკოლა გასცემს ესაა თანხმობა კურსზე მიღებაზე და ცნობა კურსზე სწავლის შესახებ.

კურსის ასამოქმედებლად საჭიროა მასზე დარეგისტრირდეს მინიმუმ 5 ადამიანი. ჯგუფისთვის, რომელიც დაკომპლექტებულია 5-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე ორგანიზაციას, შესაძლებელია შემუშავდეს კურსის სპეციალური პირობები: დრო, ადგილი და კურსის ორგანიზების მეთოდი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სკოლის ოფისში.

 

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.