თვიური კურსები

პოლონური ენის თვიური კურსი იწყება შემდეგი თვეების დასაწყისში: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, იანვარი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი. კურსი განკუთვნილია მათთვისაც, რომლებსაც სურვილი აქვთ გაეცნონ პოლონური ენის საწყისებს, რაც დაეხმარება მათ შეისწავლონ ყოველდღიურად გამოყენებადი სიტყვები და წინადადებები (ვერსია დამწყებთთათვის). ტარდება ასევე თვიური კურსები, რომელთა დამხარებითაც შესაძლებელია უკვე არსებული ენის ცოდნის დონის გაღრმავება. იმას, თუ რომელი დონის ჯგუფში მოხვდება სტუდენტი, წყვეტს შესავალი ტესტი.

კურსის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტი პროგრესის დასადგენად. კურსის მონაწილე იღებს კურსში მონაწილეობის ცნობას ტესტში მიღებული ქულის მითითებით. სტუდენტის სურვილის საფუძველზე სკოლას შეუძლია ჩაატაროს ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა, თუმცა ასეთი გამოცდისთვის საჭიროა დამატებითი გადასახადი. ლექციები შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო სემესტრებშიც. კურსი ტარდება ჯგუფებში დონის მიხედვით. კონკრეტულ დონეზე ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა კურსზე დარეგისტრირდეს მინიმუმ 4 ადამიანი.

პოლონური ენის თვიურ კურსზე ლექციები ტარდება ორშაბათიდან პარასკევამდე, ყოველდღე სამი სალექციო საათი ანუ თვიური კურსი ჯამში მოიცავს 60 სალექციო საათს.

პოლონური ენის თვიური კურსის გადასახადია 1500 ზლოტი ან თანხის შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში.

პოლონური ენის თვიურ კურსზე შეიძლება ჩაეწეროს ადამიანი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

კურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

 

უცხოელი სტუდენტი, რომელიც არ იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე იხდის წინასწარ საგარანტიო გადასახადს, 50 ევროს (რომელიც მოგვიანებით შედის კურსის საფასურში, ანუ სტუდენტი კურსის საფასურის დაფარვისას იხდის 50 ევროთი ნაკლებს), გარდა ამისა კურსის დაწყებამდე 1 თვით ადრე იხდის სწავლის გადასახადს. კურსიდან ამოწერის შემთხვევაში სკოლა დააბრუნებს გადასახადს, თუმცა აჭრის საგარანტიო თანხას, 50 ევროს.

სტუდენტის თხოვნის საფუძველზე სკოლა აკეთებს საერთო საცხოვრებლის და საუნივერსიტეტო კაფეტერიის რეზერვაციას. საერთო საცხოვრებლის თუ კაფეტერიის გადასახადის დადგენა ხდება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე. სკოლა არ ერევა ვიზის თუ ცხოვრების უფლების (karta pobytu) მიღების პროცედურებში.       კურსში მონაწილეობის მისაღები დეკლარაციისა და საგარანტიო 50 ევროს გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ, სკოლას შეუძლია გასცეს ცნობა, რომ კონკრეტული პიროვნება გაივლის პოლონური ენის კურსს დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

სკოლა ნებართვას იტოვებს ცვლილებები შეიტანოს კურსის რეალიზაციის მეთოდებში.

 

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.