უნივერსიტეტი

სილეზიის უნივერსიტეტი კატოვიცეში, რომელიც დაარსდა 1968 წელს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკრედიტირებული, საჯარო უნივერსიტეტია პოლონეთში, რომელიც განათლებას აძლევს 25 ათასზე მეტ სტუდენტს. უნივერსიტეტი შედგება 12 ფაკულტეტისგან და სხვა აკადემიური ერთეულებისგან, რომლებიც განლაგებულნი არიან რეგიონის 4 ქალაქში: კატოვიცეში, სოსნოვიეცში, ხოჟუვსა და ჩეშინში. 

ჯამში უნივერსიტეტს ხელი აქვს მოწერილი 600-ზე მეტ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, კვლევით ორგანიზაციასთან და ფირმასთან. ამ ხელშეკრულებების წყალობით უნივერსიტეტი რეალიზებას უკეთებს უამრავ სამეცნიერო თუ გაცვლით პროექტებს როგორც სტუდენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. ჩვენი პარტნიორები არიან ორგანიზაციები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. თანამშრომლობა ამ ორგანიზაციებთან შესაძლებლობას იძლევა მოხდეს როგორც სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალთა გაცვლა, ასევე ორმაგი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა.

უნივერსიტეტი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ საკვლევ პროგრამებში, როგორიცაა Erasmus+ თუ სხვა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პროექტები, რაც განათლების ხარისხის ამაღლებისა და  სხვადასხვა ინოვაციური საკვლევი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.

უნივერსიტეტი მოქმედებს „ღია უნივერსიტეტის“ იდეით, რისი დასტურიცაა „მესამე თაობის უნივერსიტეტი“, „საბავშვო სილეზიის უნივერსიტეტი“ და აკადემიური მედიის საშუალებები: რადიო „ეგიდა“, უნივერსიტეტის ინტერნეტ ტელევიზია, საუნივერსიტეტო გაზეთები, სტუდენტური ჟურნალი - „სუპლემენტი“. გარდა ამისა სილეზიის უნივერსიტეტი პირველი პოლონური უნივერსიტეტია, რომელსაც პროფილი გააჩნია YouTube Edu-ზე.

უნივერსიტეტის კანონიერი წარმდგენი პირია რექტორი, რომელსაც ირჩევენ 4 წლის ვადით. ამჟამად ამ ფუნქციას ასრულებს ასოცირებული პროფესორი ანდჟეი კოვალჩიკ.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.