უფასო ადგილები

ყოველწიურად სილეზიის უნივერსიტეტი ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს 200-ზე მეტ უფასო ადგილს პოლონურენოვან პროგრამებზე.

უფასო ადგილების პროგრამა მოიცავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. უფასო ადგილის მისაღებად ტარდება კონკურსი, რომელში წარმატებაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის შედეგებზე (საშუალო სკოლის ან ბაკალავრიატის დამთავრებისას მიღებული ნიშნების მიხედვით) და პოლონური ენის სწავლების დონეზე.

კონკურსი სტარტს იღებს ყოველი წლის ივნისში. თუ თქვენ კარგ ნიშნებზე დაამთავრეთ სწავლების წინა ეტაპი (სკოლა ან ბაკალავრიატი), საუბრობთ პოლონურად მინიმუმ B2 დონეზე - შეგიძლიათ მიიღოთ უფასო ადგილი უნივერსიტეტში ნებისმიერ პოლონურენოვან პროგრამაზე. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ სილეზიის უნივერსიტეტის ონლაინ სარეგისტრაციო სისტემაში.

კონკურსის გამარჯვებული არ იხდის სწავლის საფასურს მაგრამ უფლება არ აქვს მოითხოვოს დამატებითი სტიპენდია უნივერსიტეტისგან. პოლონეთში დაბინავებისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს თავად.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2018
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.