კურსები პოლონურენოვანი სტუდენტებისთვის

კურსი ტარდება პოლონეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განკარგულებით. განკუთვნილია მათთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ პოლონურ ენაზე ისწავლონ პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებში. კურსის მიზანია მოამზადოს კანდიდატი ისე, რომ თავისუფლად შეძლოს როგორც წერითი ისე მეტყველებითი კომუნიკაცია უმაღლეს სასწავლებლებში.

პოლონური ენის პრაქტიკასთან ერთად კანდიდატები სწავლობენ სპეციალურ ტერმინოლოგიას, რომელიც დაეხმარებათ მათ შემდგომში კონკრეტული სპეციალობის შესწავლაში. მეორე სემესტრში სკოლა ეხმარება კანდიდატს - თუ ეს შესაძლებელია, ენის პრაქტიკის ფარგლებში დაესწროს კონკრეტულ ლექციებს იმ ფაკულტეტზე, რომელზეც გეგმავს სწავლის წამოწყებას.

კურსი იწყება ოქტომბერში და გრძელდება 2 სემესტრი: ოქტომბრიდან იანვრამდე და თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისამდე. კურსი მოიცავს 780 სალექციო საათს. ზოგადი პოლონურის პრაქტიკული სწავლება  გრძელდება 600 საათს, ანუ 300 საათს ერთ სემესტრში. უმაღლესში მისაღებად მოსამზადებელი საგნების სწავლება გრძელდება 180 საათს.

ლექციები ტარდება 5 დღე კვირაში.

კურსის პირველ და მეორე სემესტრის დასასრულს ტარდება საკონტროლო ტესტი. ტესტის წარმატებულად ჩათვლის შემთხვევაში, სტუდენტი იღებს სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს რა დონეზე ფლობს იგი პოლონურ ენას.

კურსში მონაწილეობის მიღების წესები

აღნიშნულ კურსზე ჩაწერა შეუძლია როგორც უნივერსიტეტის სტიპენდიატს, ასევე ნებისმიერს, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს პოლონეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში და სჭირდება ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კურსზე ჩაწერის პირობები

  • კანდიდატი უნდა იყოს 18 წელზე ზევით ასაკის და უნდა ქონდეს მინიმუმ საშუალო განათლება
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ვიზა ან ცხოვრების უფლება (karta pobytu) კურსის განმავლობაში
  • საჭიროა შეივსოს კურსში მონაწილეობის დეკლარაცია და გაიგზავნოს სკოლაში
  • კანდიდატმა უნდა გადაიხადოს საგარანტიო თანხა 50 ევროს ოდენობით (რომელიც მოგვიანებით შედის კურსის საფასურში, ანუ სტუდენტი კურსის საფასურის დაფარვისას იხდის 50 ევროთი ნაკლებს) შემდეგ კი კურსის საფასური (თუ არ გააჩნია უფასოზე სწავლების უფლება)

 

კურსის საფასურია 2000 ევრო წლიურად (780 სალექციო საათი). პოლონეთის მთავრობის სტიპენდიატები არ იხდიან კურსის გადასახადს.

სტუდენტის თხოვნის საფუძველზე სკოლა აკეთებს საერთო საცხოვრებელში ოთახის რეზერვაციას, სადაც სტუდენტი თავად იხდის ცხოვრების საფასურს.

სკოლა არ ერევა ვიზის თუ ცხოვრების უფლების (karta pobytu) მიღების პროცედურებში. ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც სკოლა გასცემს ესაა თანხმობა კურსზე მიღებაზე და ცნობა კურსზე სწავლის შესახებ.

კურსის ასამოქმედებლად საჭიროა მასზე დარეგისტრირდეს მინიმუმ 6 ადამიანი. ჯგუფისთვის, რომელიც დაკომპლექტებულია 5-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე ორგანიზაციას, შესაძლებელია შემუშავდეს კურსის სპეციალური პირობები: დრო, ადგილი და კურსის ორგანიზების მეთოდი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სკოლის ოფისში.

 

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.