პოლონური ენა

პოლონური ენის კურსები ისეა ჩამოყალიბებული და დაგეგმილი, რომ თითოეულ ადამიანს, დაინტერესებულს პოლონური ენით შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.

სკოლა ატარებს კურსებს უცხოელებისთვის, რომლებიც იმყოფებიან პოლონეთში და მათთვის, ვინც ახლა გეგმავს პოლონეთში ცხოვრებას და პოლონური ენის მეცნიერების შესწავლას. კურსები ასევე გამოსაყენებელი იქნება მათთვის, ვინც პროფესიული საქმიანობით მოემგზავრება პოლონეთში.

კურსები განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ ბევრი დრო ენის შესასწავლად და ასევე მათთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სისტემატურად ისწავლონ ენა.

პოლონური ენის კურსებზე ადგილია როგორც პოლონური ენის სპეციალისტისთვის, ასევე ბიზნესმენისთვის.

სპეციალურად შემუშავებული პროგრამების წყალობით, კურსის სტუდენტს საშუალება ეძლევა რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა ისეთ ლექციებში, რომლის დროსაც სწრაფი და ეფექტური მეთოდების საშუალებით ინვითარებს პოლონური ენის უნარებს. სიტუაციურ თამაშების ფარგლებში სწავლობს სიტყვებს და ტერმინებს როგორც ყოველდღიური, ასევე პროფესიული ცხოვრებიდან.

შესაძლებელია პოლონური ენის შესწავლა ყველა დონეზე (A0 – სიტუაციური კომუნიკაციები, A1 – ენის შესავალი, A2 – საწყისი, B1 – ენის ბარიერების მოხსნა, B2 – ზოგადი საშუალო დონე, C1 – სპეციალიზირებული საშუალო დონე, C2 – უმაღლესი დონე). კურსები იწყება შესავალი, ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის წერით და სრულდება დასკვნითი, პროგრესის შემაფასებელი ტესტით. კურსის მსვლელობისას ტარდება შუალედური გამოცდები.

სალექციო საათი კურსებზე გრძელდება 45 წუთს. სწავლების ძირითადი მოდული შეიცავს 60 სალექციო საათს. 60 საათიანი კურსის ჩამთავრების შემთხვევაში სკოლა გასცემს 6 კრედიტს (ECTS).

 

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.