საჭირო დოკუმენტები

მიღების პროცესში კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატების შერჩევა კონკრეტულ პროგრამაზე.

უცხოელმა კანდიდატებმა მიღების პირველივე საფეხურზე სისტემა IRK-ში ატვირთვით, დასკანერებული სახით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტის პირველი გვერდი (სურათით და პირადი მონაცემებით) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების I საფეხურზე სწავლის სურვილის შემთხვევაში - საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატი/ატესტატი ნიშნებითურთ, აპოსტილე ან დოკუმენტის ლეგალიზაცია ნათარგმნი პოლონურ ენაზე (ან სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საშუალებას აძლევს სწავლა წამოიწყოს უმაღლესი განათლების I საფეხურზე საკუთარ ქვეყანაში)
  • უმაღლესი განათლების II საფეხურზე სწავლის სურვილის შემთხვევაში - ბაკალავრიატის დიპლომი სეპლემენტითურთ (ნიშნების ჩამონათვალი), აპოსტილე ან დოკუმენტის ლეგალიზაცია ნათარგმნი პოლონურ ენაზე (ან სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საშუალებას აძლევს სწავლა წამოიწყოს უმაღლესი განათლების II საფეხურზე საკუთარ ქვეყანაში)
  • ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა
  • პოლონური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი / სერთიფიკატი ან სახელმწიფო კომისიის  მიერ ჩატარებული პოლონური ენის, როგორც უცხო ენის გამოცდის სერთიფიკატი

 

ყველა დოკუმენტი, გაცემული უცხო ენაზე უნდა ითარგმნოს პოლონურ ენაზე და დამოწმდეს პოლონეთის საკონსულოს მიერ კანდიდატის ქვეყანაში.

 

უნივერსიტეტში მიღების შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტები

დოკუმენტები, რომლებიც უნდა გვქონდეს თან პოლონეთში სასწავლებლად გამგზავრების დროს - დოკუმენტების სია სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას იწყებენ I საფეხურზე (ბაკალავრიატი ან ინჟინერია) ან უნიფიცირებულ მაგისტრატურაზე:

 

  • განაცხადის ფორმა თანდართული სურათით.

ფორმა უნდა ამოვბეჭდოთ სისტემიდან IRK და ხელი მოვაწეროთ.

  • (საზღვარგარეთული) პასპორტის პირველი გვერდის (სურათით და პირადი მონაცემებით) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.
  • ვიზა (და მისი ქსეროასლი) - თუ სტუდენტი პოლონეთში ცხოვრებას აპირებს ვიზის საშუალებით.
  • საშუალო სკოლის ატესტატი ან International Baccalaureate-ის დიპლომი.

მნიშველოვანია: მათ, ვინც დაამთავრეს საშუალო სკოლა პოლონეთის გარეთ, უნდა იქონიონ თან ლეგალიზებული ატესტატი ან დამოწმებული აპოსტილით. ამას გარდა, ატესტატი ნათარგმნი უნდა იყოს პოლონურ ენაზე და დამოწმებული საკონსულოს მიერ კანდიდატის ქვეყანაში.

  • იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ატესტატის ქონა, რომელიც სტუდენტს გააჩნია საკუთარი ქვეყნიდან, აძლევს უფლებას სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში. თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ არის მითითებული ატესტატში.
  • პოლონური ან ინგლისური ენის (თუ სტუდენტი ისწავლის ინგლისურ ენაზე) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, ნათარგმნი პოლონურ ენაზე და  დამოწმებული საკონსულოს მიერ კანდიდატის ქვეყანაში.
  • დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ სტუდენტი აკმაყოფილებს პირობებს უფასოდ ისწავლოს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში - არ ეხება მათ, ვინც ფასიანზე იწყებენ სწავლას.
  • 2 ფოტოსურათი ნაბეჭდი სახით, რომლებიც აკმაყოფილებენ პოლონეთში აღიარებულ სტანდარტებს სადოკუმენტო სურათებისთვის. (დამატებითი ინფორმაცია სტანდარტების შესახებ იხილეთ აქ ) სურათებს უკანა მხრიდან უნდა ქონდეს მიწერილი სახელი, გვარი და PESEL ნომერი სისტემიდან IRK.
  • 1 ელექტრონული ფოტოსურათი ატვირთული სისტემაში IRK, ინდივიდუალურ ანგარიშზე.
  • დაზღვევის პოლისი (და მისი ასლი) სწავლის პერიოდისთვის, რომელიც აზღვევს სტუდენტს სხვადასხვაა დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისგან.
  • უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებიც მიღებულნი იქნებიან პოლონელი სტუდენტების მსგავსი წესებით, უნდა წარადგინონ პოლონელის ბარათი (Karta Polaka), პოლონეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ბარათი (Karta stałego pobytu) ან სხვა დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ უფლება აქვთ მიღებულ იქნან უნივერსიტეტში იგივე წესებით, როგორც პოლონელები. (ასევე უნდა იქონიონ თან დოკუმენტის ქსეროასლი)

 

დოკუმენტები, რომლებიც უნდა გვქონდეს თან პოლონეთში სასწავლებლად გამგზავრების დროს - დოკუმენტების სია სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას იწყებენ II საფეხურზე (მაგისტრატურა).

 

  • განაცხადის ფორმა თანდართული სურათით.

ფორმა უნდა ამოვბეჭდოთ სისტემიდან IRK და ხელი მოვაწეროთ.

  • (საზღვარგარეთული) პასპორტის პირველი გვერდის (სურათით და პირადი მონაცემებით) ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.
  • საშუალო სკოლის ატესტატი ან International Baccalaureate -ის დიპლომი. (+ ქსეროასლი)
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან უნიფიცირებული მაგისტრატურის დიპლომი სუპლემენტითურთ (ნიშნების ჩამონათვალი). თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთ და არა პოლონეთში, საჭიროა მისი ლეგალიზება ან აპოსტილით დამოწმება, თარგმნა პოლონურ ენაზე და დამოწმება საკონსულოს მიერ კანდიდატის ქვეყანაში.
  • უნივერსიტეტში აღებული ცნობა სადაც მითითებული იქნება სტუდენტის ნიშნების საშუალო არითმეტიკული ბაკალავრიატზე სწავლისას. ცნობა უნდა ითარგმნოს პოლონურ ენაზე და დამოწმდეს საკონსულოს მიერ კანდიდატის ქვეყანაში.
  • პოლონური ან ინგლისური ენის (თუ სტუდენტი ისწავლის ინგლისურ ენაზე) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, ნათარგმნი პოლონურ ენაზე და დამოწმებული საკონსულოს მიერ კანდიდატის ქვეყანაში.
  • დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ სტუდენტი აკმაყოფილებს პირობებს უფასოდ ისწავლოს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში - არ ეხება მათ, ვინც ფასიანზე იწყებენ სწავლას.
  • 2 ფოტოსურათი ნაბეჭდი სახით, რომლებიც აკმაყოფილებენ პოლონეთში აღიარებულ სტანდარტებს სადოკუმენტო სურათებისთვის. (დამატებითი ინფორმაცია სტანდარტების შესახებ იხილეთ აქ ) სურათებს უკანა მხრიდან უნდა ქონდეს მიწერილი სახელი, გვარი და PESEL ნომერი სისტემიდან IRK.
  • 1 ელექტრონული ფოტოსურათი ატვირთული სისტემაში IRK, ინდივიდუალურ ანგარიშზე.
  • დაზღვევის პოლისი (და მისი ასლი) სწავლის პერიოდისთვის, რომელიც აზღვევს სტუდენტს სხვადასხვაა დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისგან.
  • უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებიც მიღებულნი იქნებიან პოლონელი სტუდენტების მსგავსი წესებით, უნდა წარადგინონ პოლონელის ბარათი (Karta Polaka), პოლონეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ბარათი (Karta stałego pobytu) ან სხვა დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ უფლება აქვთ მიღებულ იქნან უნივერსიტეტში იგივე წესებით, როგორც პოლონელები. (ასევე უნდა იქონიონ თან დოკუმენტის ქსეროასლი)

 

დამატებითი ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების შესახებ

 

საჭიროა ვიცოდეთ - დამატებითი ინფორმაცია დოკუმენტებზე

  • აპოსტილი და ლეგალიზაცია

აპოსტილი ესაა ბეჭედი, რომელიც ამოწმებს, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთ ქვეყანაში, შესაძლოა ლეგალურად გამოყენებულ იქნეს სხვა ქვეყანაშიც. აპოსტილის გამოყენების წესებს არეგულირებს 1961 წლის 5 ოქტომბერს მიღებული ჰააგის კონვენცია.

აპოსტილით შეიძლება დამოწმდეს დოკუმენტი მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ეს დოკუმენტი იქნა გაცემული.

ქვეყნების სია, რომლებშიც შესაძლებელია აპოსტილით დამოწმება *

*ქვეყნების ჩამონათვალში შედის საქართველოც

 

თუ შენი დოკუმენტი გაცემულ იქნა ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ხელი მოწერილი ჰააგის კონვენციაზე ანუ შეუძლებელია ამ ქვეყანაში აპოსტილით დამოწმება, შენ დაგჭირდება დოკუმენტის ლეგალიზაცია.

ლეგალიზაცია - ესაა პროცესი, რომელიც დაადატურებს, რომ გაცემულ დოკუმენტს მოქმედების მსგავსი იურიდიული ძალა გააჩნია პოლონეთის ტერიტორიაზეც.

უცხოური ატესტატი ან დიპლომის ლეგალიზება შესაძლებელია პოლონეთის საელჩოებში იმ ქვეყანაში, სადაც დოკუმენტი გაიცა.

  • დოკუმენტების თარგმნა პოლონურ ენაზე

დოკუმენტების თარგმნა უნდა მოხდეს ისეთი თარჯიმნის მიერ, რომელსაც გააჩნია ამის იურიდიული უფლება პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მიერ (ასეთი თარჯიმნების საძიებელი პოლონეთის ტერიტორიაზე ).

სხვა სახით თარგმნის შემთხვევაში ნათარგმნი დოკუმენტი უნდა დამოწმდეს პოლონეთის კონსულის მიერ იმ ქვეყანაში, სადაც დოკუმენტი გაიცა.

  • სწავლის გაგრძელების უფლება

უნდა შემოწმდეს დოკუმენტზე, იქნება ეს ატესტატი თუ დიპლომი, არის თუ არა მითითებული ინფორმაცია, რომ დოკუმენტის მფლობელს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებლებში შემდგომ საფეხურებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტს მოუწევს ასეთი ცნობის გაკეთება, რომელიც შესაძლებელია:

იმ ქვეყნის მთავრობის შესაბამის უწყებაში, რომელშიც დოკუმენტი გაიცა

პოლონეთის საკონსულოში იმ ქვეყანაში, სადაც დოკუმენტი გაიცა

იმ ქვეყნის დიპლომატიურ ორგანოში პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელშიც დოკუმენტი გაიცა (მაგ: საქართველოს საელჩო პოლონეთში)

 

ნოსტრიფიკაცია - დოკუმენტის შესაბამისობა პოლონურ შესატყვისთან

პოლონეთში სწავლის დამოწყების მსურველმა, უნდა მოახდინოს საკუთარი ატესტატის თუ დიპლომის ნოსტრიფიკაცია, ანუ პოლონურ დოკუმენტთან შესაბამისობა.

დოკუმენტი შესაძლოა აღიარებულ იქნეს პოლონური შესატყვისის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებების წყალობით (ამ ხელშეკრულებების სიას იხილავთ აქ) ან ნოსტრიფიკაციის გზით.

ნოსტრიფიკაცია ესაა პროცედურა, რომლის წყალობითაც თქვენ იღებთ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ შენს მიერ მოპოვებული ატესტატი თუ დიპლომი იგივე ღირებულებისაა, როგორსაც მოიპოვებენ სტუდენტები და სკოლადამთავრებულები პოლონეთში.

ნოსტრიფიკაცია შეგიძლიათ გააკეთოთ მას შემდეგაც, როცა დაიწყებთ სწავლას, პირველი სემეტრის დასრულებამდე. დამატებითი ინფორმაცია.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.