სემესტრული კურსი

თითოეული აკადემიური წელი შედგება პოლონური ენის 2 სემესტრული კურსისგან: ოქტომბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე და თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე. კურსი განკუთვნილია მათთვის, რომელთაც სურთ სისტემატიურად გაეცნონ პოლონურ ენას. კურსის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტი, რომლის დახმარებითაც მოწმდება პროგრესი. კურსის მონაწილე იღებს სერთიფიკატს, გამოცდაში მიღებული ნიშნის მითითებით. მონაწილის სურვილის საფუძველზე სკოლას შეუძლია ჩაატაროს ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა, თუმცა ასეთი გამოცდისთვის საჭიროა დამატებითი გადასახადი. ლექციები შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო სემესტრებშიც. კურსი ტარდება ჯგუფებში დონის მიხედვით. კონკრეტულ დონეზე ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა კურსზე დარეგისტრირდეს მინიმუმ 6 ადამიანი.

პოლონური ენის სემესტრულ კურსზე ლექციები ტარდება კვირაში 4 საათის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში ესაა 2 საათიანი 2 ლექცია კვირაში. კურსის ძირითადი ხანგრძლივობაა 1 სემესტრი (15 კვირა), ანუ 60 სალექციო საათი.

პოლონური ენის სემესტრული კურსის გადასახადია 1500 ზლოტი (1 სემესტრზე) ან თანხის შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში.

პოლონური ენის სემესტრულ კურსზე შეიძლება ჩაეწეროს ადამიანი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

კურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

 

კურსის დაწყებამდე 1 თვით ადრე სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი. კურსიდან ამოწერის შემთხვევაში სკოლა დააბრუნებს გადასახადს, თუმცა აჭრის საგარანტიო თანხას, 50 ევროს.

სტუდენტის თხოვნის საფუძველზე სკოლა აკეთებს საერთო საცხოვრებელში ოთახის რეზერვაციას, სადაც სტუდენტი თავად იხდის ცხოვრების საფასურს. სკოლა არ ერევა ვიზის თუ ცხოვრების უფლების (karta pobytu) მიღების პროცედურებში.    კურსში მონაწილეობის მისაღები დეკლარაციისა და საგარანტიო 50 ევროს (რომელიც მოგვიანებით შედის კურსის საფასურში, ანუ სტუდენტი კურსის საფასურის დაფარვისას იხდის 50 ევროთი ნაკლებს)  გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ, სკოლას შეუძლია გასცეს ცნობა, რომ კონკრეტული პიროვნება გაივლის პოლონური ენის კურსს დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

სკოლა ნებართვას იტოვებს ცვლილებები შეიტანოს კურსის რეალიზაციის მეთოდებში.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.