სტუდენტური ცხოვრება

სწავლა სილეზიის უნივერსიტეტში არ ნიშნავს მხოლოდ ლექციებზე და სემინარებზე სიარულს. იყო სტუდენტი ნიშნავს იარო წვეულებებზე, კლუბებში, კონცერტებზე, ანუ იცხოვრო დინამიურად და აქტიურად სხვა სტუდენტების გარემოცვაში. სპეციალურად სტუდენტებისთვის უამრავი კულტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება, ხშირად ეწყობა კონცერტები, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას.

უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლების ტერიტორია ხშირად სავსეა სტუდენტებით, რომლებიც პიკნიკობენ, უკრავენ გიტარაზე, მწვანე ბალახზე ისვენებენ ან უბრალოდ მზეზე ირუჯებიან. შეუძლებელია ვერ იპოვო სტუდენტი, რომელიც არ აგყვება და შენთან ერთად გაერთობა, აქ ხომ ყველა სტუდენტს ცხოვრების  ერთნაირი წესი აქვს.

ესაა ერთი დიდი სტუდენტური ქალაქი, სადაც ყველაფერია სტუდენტისთვის. აქ შეიგრძნობ სტუდენტობის ნამდვილ ხიბლს და სწავლის პერიოდს დაუვიწყარი მოგონებების სერიად აქცევ, რაც მთელი ცხოვრება გემახსოვრება.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.