უფასო ადგილები

2016/2017 სასწავლო წელში სილეზიის უნივერსიტეტი ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს 260-ზე მეტ უფასო ადგილს პოლონურენოვან პროგრამებზე.

შეთავაზება ეხება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს. უფასო ადგილის მისაღებად ჩატარდება კონკურსი, რომელში წარმატებაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის შედეგებზე (საშუალო სკოლის ან ბაკალავრიატის დამთავრებისას მიღებული ნიშნების მიხედვით) და პოლონური ენის სწავლების დონეზე.

ამ შანსის გამოსაყენებლად საჭიროა კონკურსში მონაწილეობის მიღება. კონკურსი სტარტს იღებს 2016 წლის ივნისში. თითოეული კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება სისტემაში - კანდიდატების ინტერნეტ რეგისტრაცია (IRK), კარგი ნიშნებით დაამთავრა სწავლების წინა ეტაპი და საუბრობს პოლონურად საკმარის დონეზე (მინიმუმ B2 დონეზე)  შეიძლლება მიიღოს უფასო ადგილი უნივერსიტეტში ნებისმიერ პოლონურენოვან პროგრამაზე.

თუ კანდიდატი მიღებულ იქნება ამ კონკურსის შედეგად, არ გადაიხდის სწავლის საფასურს. თუმცა არ შეეძლება არცერთი სტიპენდიის მიღება უნივერსიტეტისგან. პოლონეთში დაბინავებისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს თავად.

ნახე უფასო ადგილების სია პოლონურენოვან პროგრამებზე

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.