სასარგებლო ინფორმაცია

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

 

რა არის უნიფიცირებული მაგისტრატურა? (Jednolite studia magisterskie)

  • ესაა პროფესიული სწავლება, რეალიზებული უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც ეხმარება სტუდენტს პროფესიული ცოდნა შეიძინოს და მოემზადოს კონკრეტულ სფეროში სამუშაოდ. სწავლება მთავრდება პროფესიული წოდების მინიჭებით (მაგისტრი, მაგისტრი ინჟინერიაში, ექიმი, ადვოკატი და ა.შ). უნიფიცირებული მაგისტრატურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალობაზე და გრძელდება 9-12 სემესტრი (5-6 წელი)

 

რითი განსხვავდება სტაციონალური (Studia stacjonarne) სწავლება არასტაციონალურისგან (Studia niestacjonarne)?

  • სტაციონალური სწავლება - უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ფორმაა, რომლის დროსაც სტუდენტები სწავლობენ ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო არასტაციონალური სწავლების დროს ლექციები ტარდება შაბათ-კვირას, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს იმუშაოს სწავლის პარალელურად. სწავლების არასტაციონალური ფორმა პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებში ფასიანია  პოლონელებისთვისაც კი.

 

რას ნიშნავს ჰაბილიტოვანი დოქტორი (doktor habilitowany)?

  • ესაა პოლონეთში ოფიციალურად დადგენილი აკადემიური სტატუსი სამეცნიერო პირებისთვის, რომლის მიღებაც შეუძლია ადამიანს, რომელსაც უკვე გააჩნია დოქტორის წოდება. ესაა ხარისხი დოქტორსა და პროფესორს შორის. ჰაბილიტოვანი დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დოქტორმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვადასხვა სახის სამეცნიერო საქმიანობებში, წეროს სამეცნიერო პუბლიკაციები და საჰაბილიტაციო ნაშრომი (praca habilitacyjna), რომლის დაცვის შემდეგაც მიენიჭება ჰაბილიტოვანი დოქტორის სტატუსი.

სწრაფი ღილაკები

Biuletyn Informacji Publicznej
Copyright © 2001-2017
Uniwersytet Śląski w Katowicach
Wszelkie prawa zastrzeżone.